Apr 28, 2012

ანაბრები



  • ანაბარი ”ჩემი მიზანი”
  • ოქროს ანაბარი
  • ვადიანი ანაბარი
  • ანაბარი ”ჩემი სეიფი”
  • საბავშვო ანაბარი
  • ბონუს ანაბარი


საბავშვო ანაბარი
ანაბრის აღწერა:საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ თანხა ბავშვის სრულწლოვანებამდე. სხვა ანაბრებთან შედარებით საბავშვო ანაბარს ერიცხება მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, განსაზღვრული არ არის შენატანების გაკეთების გრაფიკი.
საპროცენტო განაკვეთი:სტანდარტული პროცენტი ერიცხება ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანაბარზე თანხის დამატება არის ყოველთვიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება 0,5%-ით ნაკლები სარგებელი.
მოცემული განაკვეთები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის.საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია პირველი 1 წლის განმავლობაში. ერთი წლის გასვლისთანავე ანაბრის საპროცენტო განაკვეთი გადაისინჯება და მიებმება გადასინჯვის მომენტში არსებულ ბანკის საბავშვო ანაბრის ტარიფებს. რაც შეეხება 1 წლის შემდეგ  შემოტანილ დამატებით ტრანშებს, მას დაერიცხება შემოტანის მომენტში არსებული საპროცენტო განაკვეთი.
ძირითადი უპირატესობები:მაღალი საპროცენტო განაკვეთი;არ არის აუცილებელი ანაბარზე თანხის განსაზღვრული პერიოდულობით შეტანა (მაგალითად ყოველთვიურად).
მინიმალური შესატანი:პირველადი მინიმალური შენატანი არ მოითხოვება! 
მინიმალური შემდგომი შენატანია 10 დოლარი/ევრო/ლარი/გირვანქა სტერლინგი.*
თანხის დამატების პერიოდულობა და შენატანის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის.
ვადიანობა:ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი.მაქსიმალური ვადა - ბავშვის სრულწლოვანებამდე.
პროცენტის დარიცხვა:ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, რთული პროცენტის პირობით.პირველი დარიცხვა ხდება ანაბრის გახსნის დღიდან ერთ წელში.
ანაბრის შეწყვეტა:ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას მეანაბრე მიიღებს პერიოდის განმავლობაში ანაბარზე დარიცხული ჯამური პროცენტის თანხის 70%-ს.
ანაბრის გახსნა და განკარგვა:საბავშვო ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
საჭირო საბუთები:ბავშვის დაბადების მოწმობა და ანაბრის გამხსნელის პირადობის მოწმობა.
საკომისიო:ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება უფასოა. 
ანაბარი იხსნება აშშ დოლარში, ევროში, ლარში და გირვანქა სტერლინგში.

გახსენით საბავშვო ანაბარი მაქსიმალური ვადით- ბავშვის სრულწლოვანებამდე და მიიღეთ 0.5%-ით მეტი  წლიური სარგებელი პირველი ორი წლის განმავლობაში.
http://www.tbc.ge

No comments:

Post a Comment